ილია ვერძაძე საკლასო და საკლუბო პროექტის მონაწილეებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საკლასო და საკლუბო პროექტების ფარგლებში, აჭარის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ილია ვერძაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც პროგრამა - „მომავლის თაობის“ ფარგლებში დაიგეგმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პროგრამის მიზანი სკოლებში სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლება, ამ მიმართულებით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ინფორმირებული, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდაა. პროგრამას, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამა აჭარაში „ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მიერ სამოქალაქო განათლების ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა