07.07.2025 / 08:38
რიონის ხეობაში, სადაც მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ ორი პირი დააკავა

რიონის ხეობაში, სადაც მოსახლეობა „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ 2 პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

ცნობისთვის, რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირება იყო.

„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები “ნამახვანი ჰესის” ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძეს დაუპირისპირდნენ.

ფოტო: დავით ქაცარავა

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს