წავკისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

წავკისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, მთაწმინდის გამგეობამ, წავკისში, ალ.ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჩვენ, შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განვაგრძობთ. აღნიშნულ მისამართზე, საავტომობილო გზა აქამდე არ იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში უშლიდა ხელს. პროექტი, მოქალაქეების განცხადების საფუძველზე ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ არსებული პრობლემები მოუგავრდებათ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მიმდინარეობს 350 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა, რისი არარსებობის გამო, უამინდობის დროს, ქუჩებზე ნიაღვარი ღიად მოედინებოდა. უხვი ნალექიაფერხებდა საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას.

საგზაო სამუშაოების კომპანია „პარმა“ ახორციელებს. მისი ღირებულება დაახლოებით, 600 000 ლარია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო