ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენით სამუშაოებში პროფესიული სტუდენტები მონაწილეობენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა, სადაც დუალური პროგრამის სტუდენტებსა და მათ პროფესიულ მასწავლებლებს შეხვდა და პროგრამის შესახებ მათი შეფასებები მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან ერთად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და World Vision საქართველოს მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია დეკორატიული მებაღეობის დუალურ პროგრამას ახორციელებს.

„ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამის პროფესიული სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ბოტანიკური ბაღის აღდგენით სამუშაოებში. შესაბამისად, შეხვედრისას მხარეებმა პროგრამის ეფექტურობაზე ისაუბრეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც შედეგიანი იქნება როგორც უნივერსიტეტის, სტუდენტისა და ბოტანიკური ბაღისთვის, ისე ქალაქისთვის.

დეკორატიული მებაღეობის პროგრამის ფარგლებში, დუალური სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტები თეორიული სწავლების კურსს უნივერსიტეტის ბაზაზე გადიან, ხოლო პრაქტიკულ კომპონენტს ბაღში ეუფლებიან და უნიკალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნეში ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენდა. პარკში ოთხმოცამდე სახეობის მცენარეა თავმოყრილი და ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბოტანიკურ კომპლექსს წარმოადგენს. ბაღი მასშტაბური აღდგენითი სამუშაოების ჩატარების საფუძველზე, 2019 წელს გაიხსნა და მაშინვე დაიწყო უნივერსიტეტთან ერთად დუალური პროგრამების განხორციელება“, - ნათქვამის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა