პარლამენტთან „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები „კომენდანტის საათის“ გაუქმებას და დაწერილი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სცენა მოაწყეს. მათი განცხადებით, კონცერტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და დილის 05:00 საათზე დასრულდება.

„ეს კონცერტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ვისაც მუსიკა მოენატრა, შეუძლია მოვიდეს, რამდენიმე ბენდია და შემდეგ დიჯეი მთელი ღამით დაუკრავს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე დიდი დემონსტრაცია რაც ცხოვრებაში მინახავს, თუმცა „კომენდანტის საათის“ გაპროტესტებას განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. ამ თვალსაზრისით, ვერ ვიტყოდი, რომ ცოტა ხალხია. პოზნერის ვიზიტის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს „კომენტანდის საათი“ "კლოუნური", სამარცხვინო ზომაა, რომელიც შერჩევითად გამოიყენება, რომ ყმები ვიყოთ სახლებში ჩაკეტილები და ბატონებმა „იგულაონ“ წყნარად”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა