ბათუმის მე-16 სკოლის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რის გამოც სკოლაში ორშაბათიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება

ბათუმის მეთექვსმეტე საჯარო სკოლის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რის გამოც სკოლაში ორშაბათიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, მომხდარს ექსპერტები სწავლობენ.

„ბათუმის #16 საჯარო სკოლაში ორშაბათიდან სწავლა გაგრძელდება დისტანციური ფორმით. ქ. ბათუმის #16 საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით (ბზარები რამდენიმე კედელზე), მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორშაბათიდან სასწავლო პროცესი გაგრძელდეს დისტანციური სწავლების ფორმით, დროებით საკითხის შესწავლამდე",- აცხადებენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა