ბათუმში აქციის მონაწილები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ

„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, ბათუმში მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები საპროტესტო აქცია - მსვლელობას აწყობენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, „კომენდანტის საათი“ უსამართლოდ არის დაწესებული და იგი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოკუპანტზე არ ვრცელდება.

მსვლელობისას აქციის მონაწილები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა