ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურთან ხანძარი გაჩნდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურთან ხანძარი გაჩნდა. ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

"სოფელ ოჩხამურში ძირითადად ეკალ-ბარდი იწვოდა, წინასწარი გათვლით, ეს არის სამი ჰექტარი, ხანძართან ახლოს დასახლებული პუნქტი არ არის, ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობს", - განაცხადა მირიან ქათამაძემ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს