ბათუმში, მოძრაობა “სირცხვილიას" ოფისთან ხმაური იყო

ბათუმში, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას" ოფისთან ხმაური იყო. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, სამართალდამცველები შენობაში, სადაც ორგანიზაციაა განთავსებული, შევიდნენ და ადამიანები დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი.

აქტივისტები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.

„შემოგვივარდნენ, ჩამოხიეს პოსტერები, ჩამოგვათრიეს კიბეზე, 5 ადამიანია დაჭერილი" , - აცხადებს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი.

მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "აჭარის პოლიცია შეიჭრა რეგიონალური ორგანიზაციის ოფისში, სადაც ისევე როგორც პარლამენტის წინ, იმართებოდა დაუმორჩილებლობის აქცია და დაკავებულია რამდენიმე ადამიანი".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა