გურიის გუბერნატორი - მიმდინარეობს მასობრივი ტესტირება - დამატებით ღონისძიებებს  ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ

გურიაში, კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 18 სოფელ შრომაში, ხოლო 4 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საყურადღებო სოფლებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ განუცხადა.

მისი თქმით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც ეპიდსიტუაცია გართულდა, ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.

მისვე თქმით, ორი კვირის შემდეგ მიღებული შედეგითა და ანალიზით დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები.

,,საყურადღებოა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელი შრომა, ხოლო ლანჩხუთის შემთხვევაში სოფლები: ჩოჩხათი, ნიგოეთი და ნიგვზიანი. აქ ხორციელდება მასობრივი, კარდაკარის პრინციპით ტესტირება. ღამის მონაცემებით, სოფელ შრომაში საერთო ჯამში იყო 500-მდე პირი გატესტილი სწრაფი ,,პისიარ“ ტესტით, საიდანაც დადებითი შემთხვევა იყო მხოლოდ 18. რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, სამივე სოფელში გაიტესტა 400 ადამიანი, საიდანაც 4 შემთხვევა იყო დადებითი. ჯამურად გუშინ ღამის მონაცემებით, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 18 სოფელ შრომაში, ხოლო 4 ლანჩხუთის საყურადღებო სოფლებში.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, რამდენიმე სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლების რეჟიმზე, ხოლო საბავშვო ბაღებმა ორი კვირით შეაჩერა მუშაობა. ეს ღონისძიებები, რაც ტარდება, მოიცავს ორკვირიან პერიოდს როგორც თერმოსკრინინგის ნაწილი , ასევე სასწავლო პროცესი და ბაღების მზაობა.

დამატებით ღონისძიებებს ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ, ამას უკვე გვაჩვენებს ის ეპიდვითარება, რაც გვექნება შემდეგ კვირას და ორი კვირის თავზე და იქიდან მიღებული ანალიზით და ინფორმაციით დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ .

შეგახსენებთ, გურიის რამდენიმე სოფელში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, კონტროლი გამკაცრდა. მოეწყო პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები. მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება და მიმდინარეობს მასობრივი ტესტირება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა