მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

თითოეული პროექტის დაგეგმვისას, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ადგილობრივ მცხოვრებთა მოსაზრებები და საჭიროებები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შიდა ქართლში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ.

ლერი ბარნაბიშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების პრიორიტეტული საკითხები განიხილა. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით.

დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ბარნაბიშვილის განცხადებით, თითოეული პროექტის დაგეგმვისას, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ადგილობრივ მცხოვრებთა მოსაზრებები და საჭიროებები.

,,შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რეგიონები კიდევ უფრო განვითარდნენ და გაძლიერდნენ. შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა ამის საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს