ბათუმის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დაკავებულთა შორის არიან მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი წევრი და ასევე, სამოქალაქო აქტივისტი გენრი დოლიძე. მათ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ედავება.
საქმეს მოსამართლე ირმა ტოგონიძე განიხილავს.
რაც შეეხება მესამე დაკავებულს იგი, წინასწარო დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, ბათუმში, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას" ოფისთან ხმაური იყო. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, სამართალდამცველები შენობაში, სადაც ორგანიზაციაა განთავსებული, შევიდნენ და რამდენიმე პირი დააკავეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"