სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების თანამედროვე სტანდარტების სახელოსნო შენდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, სახელოსნო კოლეჯის „ლაკადა“ პრაქტიკული სასწავლო ბაზა იქნება, სადაც ძირითადად მოხდება მდინარე ენგურის მიერ ჩამოტანილი ხე-ტყის მასალის გადამუშავება და მიზნობრივად გამოყენება. პროექტის ღირებულება შვიდასი ათასი ლარია.

„განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და აფხაზეთის არ.-ის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სახელოსნოს მშენებლობის პროცესი მოინახულა და პარტნიორებთან ერთად მისი შემდგომი განვითარების გეგმები დასახა.

სოფელი ფოცხო ეწერი დე-ფაქტო საზღვრის მომიჯნავე ტერიტორიაზე, ენგურჰესის მიმდებარედ მდებარეობს და ძირითადად დასახლებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებით, რომელთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. ფოცხო ეწერში სახელოსნოს ფუნქციონირება დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ დაეუფლონ ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას რეგიონში და დასაქმდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა