ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა 5 აპრილს, 16:00 საათზე გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარის მოწმეები დაკითხეს, ასევე სასამართლოს შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა წარუდგინეს.

მომდევნო პროცესზე პოლიციელების დაკითხვა მოხდება, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტების დაკავების პროცესში იყვნენ ჩართული.

სამოქალაქო აქტივისტი გენრი დოლიძე აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და მას სამართალდამცავებმა სხეულზე დაზიანებები მიაყენეს.

"არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, პერანგის შეკვრის საშუალებასაც კი არ მაძლევდნენ. მაქვს სისხლჩაქცევები ნაკაწრები და მრავალჯერადი დაზიანებები, რაც დაადასტურა სამედიცინო პერსონალმა და ჩართულია საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ოქმში არ ჩამაწერინეს, რომ პოლიციის განყოფილებაში დაზიანებები მქონდა, მუდმივად ზემდგომ ინსტანციასთან იყვნენ კონტაქტში და თვითონ ვერ ხვდებოდნენ, რა მუხლი ჩაეწერათ.

პროცესზე სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო სივრცეში შეჭრა პოლიციის არის საეჭვო გარემოება. ჩვენ ამ ეტაპისთვის გამოგვიშვეს და ხვალ მიიღებენ გადაწყვეტილებას",- განაცხადა გენრი დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო