ონის მერია - ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდე ჩამოიშალა

ონის მერია - ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდე ჩამოიშალა

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის დიდი მოცულობის კლდე ჩამოიშალა. როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯერჯერობით საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაკეტილია.

ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება.

მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი -ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით.