ბათუმში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება იყო

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხმაურია. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

"ქართული ოცნების" აქტივისტები შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

"ქართული ოცნების" აქტივისტების განცხადებით, მათ სამაგიერო გადაუხადეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გუშინდელი ქმედებებისთვის.

კერძოდ, "ქართული ოცნების" აქტივისტის, გიორგი გიორგაძის განცხადებით, გუშინ "ნაცმოძრაობის" აქტივისტებმა "ქართული ოცნების" შენობაზე უმხამსი შინაარსის წარწერები გააკრეს. ამასთან, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ადგილზე ცოცხები მიიტანეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ აღნიშნული დაგეგმილი პროვოკაციაა და ოპოზიციის წევრებს თავს ესხმიან.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ტერიტორიაზე რჩებიან სამართალდამცველები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა