მეღვინეობა წმ. გიორგი და წარმოების ფილოსოფია

რას ნიშნავს "მცირე მარნის" კონცეფცია ჩვენთვის და რატომ ვართ "მცირე" მარანი?

მცირე მარანი ის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას სწორად დავგეგმოთ მეღვინეობის განვითარება, გვქონდეს საკუთარი ე.წ. one-source ვენახი, სადაც ვიცით როგორ მოგვყავს ყურძენი. ვარჩევთ მხოლოდ ჯანსაღ ყურძენს, რათა დაავადება არ შეიტანოს ღვინოში, უფრო ეფექტიანად ვაკონტროლებთ შაქრიანობას და საბოლოო ჯამში ზუსტად იმ შაქრიანობით ვკრეფთ ყურძენს, რომელიც ჩვენს ხედვას შეესაბამება.

ჩვენი აზრით, ღვინოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, უმაღლესი ხარისხის მიღწევა არის ის ერთადერთი მისია, რომელსაც ვემსახურებით ღვინის შექმნის მთლიანი პროცესის მანძილზე. მცირე წარმოება კი გვაძლევს საშუალებას, რომ ვაწარმოოთ მხოლოდ იმ ოდენობის ღვინო, რისი უმაღლესი ხარისხით მოვლა/დაყენებაც შეგვიძლია.

ჩვენ არ ვართ კომერციულ მოგებაზე დამოკიდებული, შესაბამისად გვაქვს ფუფუნება, რომ ღვინო მხოლოდ მაშინ გამოვიტანოთ გაყიდვაში, როცა ამ სფეროში არსებული ექსპერტებიც და ჩვენც ვფიქრობთ, რომ ღვინო მზად არის მომხმარებელთან შესახვედრად.

ჩვენ და ამ სფეროს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები ერთნაირად მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ჩვენი ღვინის შექმნაში. ისინი რჩევებს და რეკომენდაციებს გვაძლევენ იმაზე, თუ რა ეტაპზე უნდა შეხვდეს ღვინო მომხმარებელს, ან საერთოდაც - იმსახურებს თუ არა ღვინო მომხმარებელთან შეხვედრას.

ჩვენი აზრით, ღვინო საოცარი რამ არის. ის ბევრი რამით ადამიანს ჰგავს. როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში მშობელთან ერთად მთელი საზოგადოება მონაწილეობს, ღვინოსაც ქმნის არა მხოლოდ ვაზი და მეღვინე, არამედ მთელი ბუნება მის გარშემო. როგორც კეთილი ადამიანის აღსაზრდელადაა საჭირო სიყვარული, ისე კარგი ღვინის შესაქმნელად საჭიროა კეთილი და უბოროტო გული. როგორც ადამიანს ისე ღვინოს შეუძლია დღე აქციოს დღესასწაულად და უკეთესად აგრძნობინოს ადამიანს თავი. ამიტომ არის ღვინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ღვინო ეს ჩვენი ცხოვრების წესია.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს