„ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი აცხადებს, რომ მათ ოფისს ბათუმის მერიაში დასაქმებული პირები დაესხნენ თავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ გუშინ, ბათუმში მათ ოფისს ბათუმის მერიაში დასაქმებული პირები დაესხნენ თავს. გიორგი კირთაძის თქმით, აღნიშნული პირები „ქართული ოცნების" რიგებში ირიცხებიან.

მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნული პირების ფოტოები წარადგინა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინდელ ფაქტს. ახალი არაფერი მომხდარა, ცხრა წლის განმავლობაში „ქართული ოცნება" მეტს არაფერს აკეთებს და წელიწადში რამდენიმეჯერ ცოცხს მოკიდებს ხელს და „დახრიგინობენ", მათ შორის ჩვენი პარტიის შენობასთან.

ადრე ახერხებდნენ „ტიტუშკები“ ეშოვათ, ახლა კრიზისი აქვთ, თუმცა „ქართული ოცნების" „დამრტყმელი ძალა“ გამოგვიგზავნეს, რომლებიც არჩევნებს ატარებენ. ისინი საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ.

ამ ადამიანებს და მთელ „ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ სანაგვზე მოუწევს წასვლა“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო