ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ჰუნდაის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს შეეჯახა. მანქანაში დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა, ხოლო ბავშვები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,მედალფაში“ გადაიყვანა. როგორც ცნობილია, ერთერთი მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს