ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო. პირველი სკოლისა და ცენტრალური ბაღის მიმდებარედ გაზონები განახლდა და დეკორატიული მცენარეები დაირგო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამწვანების პროექტში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ქუთაისის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ.

„ჩვენ დავიწყეთ გამწვანების პროექტები ქალაქის სხვადასხვა უბანში. მისასალმებელია, რომ ასეთ პროექტებში ყოველთვის აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდები - სტუდენტები, მოსწავლეები. ამჯერადაც, რუსთაველის ქუჩაზე ერთად დავრგეთ დეკორატიული მცენარეები და განვაახლეთ გაზონები“, - განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

ამასთან, მარადმწვანე მუხის, ირმის რქის, ტუია „სმარაგდას“, დამფენი ღვიას ნერგები პროექტის მონაწილეებმა სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით დარგეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს