საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიასპორული პროგრამები წარადგინა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ 3 დიასპორული პროგრამა წარადგინა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს პროგრამებია: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა და საგრანტო კონკურსი - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ წარადგინა საგრანტო პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომლის მიზანი საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობის განვითარებაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. მისი ამოცანაა ,,ახალგაზრდა ელჩების“ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

„პროგრამის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.

აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა საშუალება მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და მათ მიერ კულტურულ-შემეცნებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სხვა ინიციატივების განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას.

მიმდინარე, 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში. პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.

დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის 2021 წლის შესარჩევი კონკურსი დაიწყო.

2021 წლის 5 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა გახსნილად გამოაცხადა. აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.

საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსისი წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

ასევე, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.

ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით დაგეგმილი საგრანტო კონკურსი -„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ წარადგინა.

პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, ისე საზღრვაგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

პროგრამა წელს, პირველად, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ 89 ქართული ფოლკლორული ანსამბლი მოქმედებს. საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 150 000 ლარს. კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს კი გადაეცემა არაუმეტეს 10 000 ლარისა.

კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა