ბაკურ კვაშილავა - „ქართულ ოცნებას“დღეს  არ მიაჩნია თავი იმდენად ძლიერად, რომ სახელმწიფო ინტერესი უფრო წინ დააყენოს, ვიდრე პარტიული ინტერესი და ხელისუფლებაში დარჩენა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს პროფესორს, ბაკურ კვაშილავას ესაუბრა.

- ბატონო ბაკურ, როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ევროპულის საბჭოს მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს და მეორე მხრივ ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- როგორც არაერთმა მიმომხილველმა აღნიშნა, ამ მოლაპარაკებების ჩაშლა არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ეს არის მოცემულობა. შემდეგ დისკუსია იმაზე გადადის, რომ ვისი ბრალია მომხდარი ოპოზიციის თუ მთავრობის? აქაც აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავრობის პასუხისმგებლომა მეტია, რადგან, მას ოპოზიციისგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს.

რაც ახლა ქართულ პოლიტიკაში ხდება, პოლიტიკური ბრძოლის ტრაგედია ჰქვია. პოლიტიკურ კონფლიქტში მყოფი ორივე მხარის პოზიცია მათი გადმოსახედიდან რაციონალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ორივეს პოზიცია ქვეყნისთვის დამაზიანებელია

მსჯელობა ამ სასტარტო პოზიციებიდან იწყება და შემდეგ იწყება დისკუსია იმაზე, თუ რამ გამოიწვია ის, რომ ორივე მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავის პარტიულ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს ვიდრე საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

რაც ახლა ქართულ პოლიტიკაში ხდება პოლიტიკური ბრძოლის ტრაგედია ჰქვია. პოლიტიკურ კონფლიქტში მყოფი ორივე მხარის პოზიცია მათი გადმოსახედიდან რაციონალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ორივეს პოზიცია ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

- ორივე მხარე ერთმანეთისკენ იშვერ ხელს, თანაც მოლაპარაკებების მსვლელობაზე ისეთ დეტალებს ასაჯაროებს, რომ რეალურად ძნელი გასაგებია როგორ ვითარდებოდა პროცესი მოლაპარაკებების მაგიდაზე.

რადგან მეტი პასუხიმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ალბათ უპრიანი იქნება თუ საუბარს გავაგრძელებთ იმაზე საუბრით, სავარაუდოდ, რა და რატომ არ დათმო ხელისუფლებამ?

- ალბათ გულისხმობთ ის საკითხებს, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ?

- თუნდაც პლებისციტის საკითხს. რადგან მხარეები ვერ თანხმდებიან, ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ხალხს პლებისციტზე გადაეწყვიტა უნდათ თუ არა მათ ვადამდელი არჩევნების ჩატარება?

- მოლაპარაკებების დეტალები უცნობია, თუმცა სხვადასხვა მოსაზრებები მაინც ხდება ცნობილი რაც მოლაპარაკებებზე იგივე პლებისციტს უკავშირდება. მსმენია ისიც, რომ მთავრობა პლებისციტზე ასე თუ ისე თანახმა იყო, მაგრამ ასევე მოგვისმენია რიგი ოპოზიციური ლიდერისაგან, რომ პლებისციტი გამოსავალი არ არის და გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნებია.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოლაპარაკებებზე პლებისციტის თემა განიხილებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შეთანხმება ვერ მოხერხდა იმიტომ რომ ორივე მხარეს იყვნენ რადიკალები, რომელთა პოზიცია იყო და ბოლომდე ასეთად დარჩა - არც ერთი ნაბიჯი უკან.

მოლაპარაკებებზე პლებისციტის თემა განიხილებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შეთანხმება ვერ მოხერხდა იმიტომ რომ ორივე მხარეს იყვნენ რადიკალები, რომელთა პოზიცია იყო და ბოლომდე ასეთად დარჩა - არც ერთი ნაბიჯი უკან

ერთი მხრივ ასეთი პოზიცია იყო - რა შუაშია პლებისციტი, ხოლო მეორე მხრიდან იყო ასეთი პოზიცია - აგერ არის ადგილობრივი არჩევნები და ეს გამოვიყენოთ როგორც ინდიკატორი იმის გასადგენად რა სურს მოსახლეობას.

ვერ ვიტყოდი, რომ პლებისციტის საკითხი მხარეებს შორის თითქოს შეთანხმებული იყო და ყველა მხარე იყო მზად ამაზე ხელი მოეწერა. ჩემი აზრით, ჩვენ ამ მოლაპარაკებების სახით გვაქვს ისეთი მოლაპარაკებები, რომელსაც ისეთი სახე აქვს, სადაც ორივე მხარეს სურს თავის მხარდამჭერებს აჩვენოს რომ მეორე მხარემ უკან დაიხია. ეს არის ორივე მხარის ამოსავალი წერტილი.

სინამდვილეში, შინაარსობრივად წითელი ხაზი არც ერთი საკითხი არ არის, რომელიც დასმულია. ე.წ. წითელი ხაზების პრობლემა იმაშია, რომ ორივე მხარე ამ წითელ ხაზებს აღიქვამს როგორც მეორე მხარის სისუსტე. ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკური ძალის მხრიდან სისუსტის დემონსტრირება კარგ ტონად არ ითვლება და შესაძლოა ხელისუფლებას სწორედ სისტუსტის დემონსტრირების ეშინია.

- ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა - ევროპარლამენტის გზავნილებს სერიოზულად მიუდექით“. ამას წინ უძღოდა ევროპარლამენტში საკვანძო პოზიციებზე მყოფი ჩვენი პარტნიორების ერთობლივი განცხადება.

ამ თემაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები არ ტოვებს განცდას, რომ ვინმემ რამე გაიგო...

- დიახ ასეა. ეს განცხადება არ იყო ის განცხადება, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას ეჭქვეშ დააყენოს მისი მმართველობა. თუ მის მმართველობას იგი თავად შეუქმნის საფრთხეს, რაზეც თავად გადაწყვიტა თუ რას ფიქრობს ქართველი ამომრჩეველი, ეს მის მხარდამჭერებში გამოიწვევდა არჩევნებში გამარჯვების გრძნობის დამსხვრევას.

შესაძლოა, მთავრობას ესმის, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან ჩვენთვის არასასურველი ნაბიჯებიც იქნას გადადგმული, მაგრამ გარკვეული დრო დასჭირდება იმის გააზრებას, რომ ხელისუფლების პოზიციებში ინერცია იქნას დაძლეული.

შესაძლოა, მთავრობას ესმის, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან ჩვენთვის არასასურველი ნაბიჯებიც იქნას გადადგმული, მაგრამ გარკვეული დრო დასჭირდება იმის გააზრებას, რომ ხელისუფლების პოზიციებში ინერცია იქნას დაძლეული

სტატუს-კვოს დარღვევას ხშირად იმაზე მეტი კრიტიკული მასა სჭირდება, ვიდრე საპიწონეზე მეტი ზიანი შეიძლება მოუტანოს ხელისუფლებას. ევროპელების მხრიდან უფრო დამაჯერებელი და ცხადი უნდა იყოს ის უარყოფითი გამოვლენა „ქართული ოცნებისთვის“, რომ მათ გარკვეულ საკითხებზე პოზიციები შეიცვალონ.

- ევროპარლამენტარების წერილი ორივე მხარეს ეხება, საუბარია იმაზე, რომ მეტი პასუხიმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა პირველად მოხდა ის, რომ ამ დონის წერილში ოპოზიციაზეცაა საუბარი.

თქვენ როგორ აღიქვით ევროპარლამენტარების გზავნილში ოპოზიციის მისამართით გამოთქმული შენიშვნები?

- შესაძლოა, ასეთი შეფასებაც მოჰყვა ამ გზავნილს, მაგრამ მე ამას ვერ დავეთანხმები. ვთვლი, რომ ნებისმიერ განცხადებაში, სადაც ორივე მხარეა მოხსენიებული, მართალია ოპოზიციაზე არსად არ იყო კონკრეტულად ნათქვამი, მაგრამ ოპოზიცია იგულისხმებოდა.

ვინც თვალს ადევნებდა ამ პროცესს, იგივე დანიელსონის განცხადებებს, შეუჩნეველი არ დარჩებოდა, რომ მათში იგრძნობოდა გარკვეული იმედგაცრუება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მიმართაც. ასე იმიტომ იყო, რომ ორივე მხარის დევიზი იყო - არც ერთი ნაბიჯი უკან. ორივე მხარემ აჩვენა, რომ მათთვის პარტიული ინტერესები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე სახელმწიფო ინტერესები.

როგორც ჩანს, ორივე მხარე თვლის, რომ სახელმწიფო ინტერესები მერეც შეიძლება გამოსწორდეს, როდესაც ერთნი შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, ხოლო მეორენი მოვლენ ხელისუფლებაში.

- თითქოს ყველა თანხმდება, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, მაგრამ ამისთვის არც ერთი მხარე არაფერს აკეთებს. მეტიც, ორივე მხარე ერთმანეთს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ორივე მხარე ერთმანეთს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს?

- ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ჩანს, რუსულ გავლენას საქართველოში მომავალი არ აქვს. ჯერჯერობით მაინც. ორივე მხარის მთავარი იარაღია ოპონენტებს უწოდონ პრორუსი და პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ცალსახად პრორუსული პოლიტიკის გატარება პრაქტიკულად გამორიცხულია.

ორივე მხარის მთავარი იარაღია ოპონენტებს უწოდონ პრორუსი და პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ცალსახად პროპუსული პოლიტიკის გატარება პრაქტიკულად გამორიცხულია

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესის რადიკალიზაცია აწყობს ორივე პოლიტიკურ ძალას, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ვგულისხმობ ერთი მხრივ „ქართულ ოცნებას“, ხოლო მეორე მხრივ „ნაცმოძრაობას“. მათ აწყობთ ბოლომდე ჩაკლან იმის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდეს სხვა ძალა, რომელიც მათ წინააღმდეგობას გაუწევს.

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ მიაჩნიათ, რომ რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის პირობებში მათ მეტი შანსი აქვთ ერთმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო მეორე მოვიდეს ხელისუფლებაში.

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ მიაჩნიათ, რომ რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის პირობებში მათ მეტი შანსი აქვთ ერთმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო მეორე მოვიდეს ხელისუფლებაში

„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ „ნაცმოძრაობა“ მისთვის საუკეთესო პარტნიორია, რადგან იგი მზადაა თავისი ნებისმიერი შეცდომა შეადაროს ე.წ. სისხლიან 9 წელს. „ნაცმოძრაობას“ მიაჩნია, რომ ვიდრე არ გამოჩნდება მესამე პოლიტიკური ძალა, მას აქვს შესაძლებლობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ორივეს მიზანია შეინარჩუნოს არსებული სტატუს-კვო და შესაძლებლობის შემთხვევაში სრულად აიღოს ხელისუფლება.

არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ ამომრჩევლებში 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ გააჩნია, რომ სრულად პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, როცა შეზღუდული იქნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოიგონ არჩევნები. მათ აუცილებლად მოუწევთ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. ეს არის ის, რაც ქართულ რეალობაში არასოდეს ყოფილა. ეს არის ის, რასაც ორივე მხარე უფრთხის.

- ბატონმა ზაზა ფირალიშვილმა სოციალურ ქსელში ასეთი მოსაზრება გამოთქვა - რასაც დასავლელი პარტნიორები ამბობენ, ყველას გეხებათ. ცოტა კიდეც და რუსეთის ფაქტობრივ გუბერნიად ქცევის გარდა, შანსი აღარ დარგვრჩება.“

როდესაც ევროპული საბჭო და ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, ხომ არ შეიძლება ეს გახდეს იმის საფუძველი, რომ ევროპამ ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს?

- არის შესაძლებლობა ევროპამ შეწყვიტოს ჩვენ დახმარება, მაგრამ არა მგონია ევროპამ ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს თუნდაც იმიტომ რომ მას ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი ინვესტიციები აქვს განხორციელებული.

არა მგონია ევროპამ საქართველო რუსეთს მიუგოს. ახლა რომ 90-იანი წლები ყოფილიყო, ახლა არც ევროპელი მაღალჩინოსნები ჩამოვიდოდნენ თბილისში პროცესების დასარეგულირებლად.

ევროპელები აფასებენ საქართველოში იმ პროგრესს, რომელიც მთავრობებმა კი არა, ჩვენმა მოსახლეობამ გააკეთა ევროპის მიმართულებით. მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებამ. შიდა კინკლაობის გამო ევროპა საქართველოს არ მიატოვებს.

ევროპელები აფასებენ საქართველოშინ იმ პროგრესს, რომელიც მთავრობებმა კი არა, ჩვენმა მოსახლეობამ გააკეთა ევროპის მიმართულებით. მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებამ. შიდა კინკლაობის გამო ევროპა საქართველოს არ მიატოვებს

განსაკუთრებით ახლა, როდა საერთაშორისო ასპარეზზე უპრეცედენტო რამ მოხდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს მკვლელი უწოდა. ასეთი რამ მხოლოდ „ცივი ომის“ პირობებში იყო შესაძლებელი. დღევანდელ მსოფლიოში საზღვრები იმ თვალსაზრისითაა გარკვეული, თუ ვინ სად დგას. ჩვენში სულელური კინკლაობის გამო ევროპა საქართველოს არ მიატოვებს.

მაგრამ, დღეს არსებული ვითარება იმაზეც მიანიშნებს, რომ შემდეგ არჩევნებზე ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „ნაცმოძრაობა“ ვერ მიიღებს ნდობის ისეთ მანდატს, ევროპელი პარტნიორებიდან, რასაც ორივე აქამდე იღებდა.

დღეს არსებული ვითარება იმაზეც მიანიშნებს, რომ შემდეგ არჩევნებზე ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „ნაცმოძრაობა“ ვერ მიიღებს ნდობის ისეთ მანდატს, ევროპელი პარტნიორებიდან, რასაც ორივე აქამდე იღებდა

- ხელისუფლება ცდილობს არ შეიმჩნიოს მომხდარი. ოპოზიციამ 15 მაისის აქციის ორგანიზების შტაბი შექმნა. ფაქტია, რომ ორივე დაადგა კონფრონტაციის გზას.

სად შეიძლება მიგვიყვანოს მათ შორის კონფრონტაციის ამ გზამ?

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონფრონტაციას მივყავართ დღეს არსებული ვითარების გაგრძელებამდე. არა მგონია საქმე ესკალაციამდე მივიდეს, მაგრამ ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ახლა ქვეყანაშია.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონფრონტაციას მივყავართ დღეს არსებული ვითარების გაგრძელებამდე. არა მგონია საქმე ესკალაციამდე მივიდეს, მაგრამ ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ახლა ქვეყანაშია

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ უამრავი ვალები აიღო, შესაძლებელია გაუსაძლისმა ეკონომიკურმა მდგომარეობის გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და მოითხოვოს სიტუაციის რადიკალურად შეცვლა. თუ ასე მოხდა, ხალხი ერთმანეთისგან აღარ გაარჩევს „ქართულ ოცნებას“ და ნაცმოძრაობას“.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეუთანხმებლობის გამო ოპოზიციის მიერ 15 მაისს აქციის გამართავს, ეს იქნება საპროტესტო აქციების ისეთი გაგრძელება, რაც აქამდე იყო. იმიტომ რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიის თემად არ აღიქვამს როგორც მისთვის მნიშვნელოვნს. ეს არის ფაქტი. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის პრიორიტეტული თემა.

15 მაისს აქცია იქნება საპროტესტო აქციების ისეთი გაგრძელება, რაც აქამდე იყო. იმიტომ რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიის თემად არ აღიქვამს როგორც მისთვის მნიშვნელოვნს. ეს არის ფაქტი. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის პრიორიტეტული თემა

ვთვლი, რომ ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როცა ნახევარ წელიწადში ადგილობრივი არჩევნებია და იგი არაფერს აკეთებს ამ არჩევნების დაგეგმვისა და მასში გამარჯვებისთვის. მას არ აინტერესებს თუ როგორ უნდა შეიცვალოს ცესკოს შემადგენლობა და ერთადერთი რაზეც ამახვილებს ყურადღებას ვადამდელი არჩევნები და მელიას ციხიდან გამოშვებაა. სხვათა შორის, მელიას შეუძლია დღესვე გამოვიდეს გარეთ, თუ იგი გირაოს გადაიხდის.

მელიას პატიმრობა სხვა ტიპის პოლიტიკური პატიმრობაა, ვიდერ ის, რაც ახლა ბირმაში ხდება, სადაც პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს არანაირი გზით ციხიდან გარეთ გამოსვლა არ შეუძლიათ.

მელიას პატიმრობა უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, რომ დანარჩენმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოს სასამართლოს იგი არ ცნობს, მას არ გააჩნია ნდობის ვოტუმი, ამიტომ არ იხდის ის გირაოს და არ გამოდის გარეთ.

მელიას პატიმრობა სხვა ტიპის პოლიტიკური პატიმრობაა, ვიდრე რუსეთში და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში. ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენ ევროპელ პარტნიორებს და ამიტომაცაა, რომ ეს ვითარება მათი მხრიდან ასეა შეფასებული.

ამიტომ მიმაჩნია, რომ 15 მაისის აქციები ვერ იქნება გარდამტეხი და ისინი ისევ ისე ჩაივლის, როგორც აქამდე ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები.

- ოპოზიციამ დაანონსა 15 მაისის აქციის ორგანიზების ფარგლებში რეგიონებში გასვლა. სხვათა შორის, იგივეს გაკეთებას აპირებს ხელისუფლება. ფაქტია, ორივე მხარე მიმართავს ერთმანეთის მიმართ მკაცრ პრესინგს.

რა შეიძლება დაინახოს რეგიონებში გასულმა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ?

- ეს ძალიან კარგი კითხვაა. იმედია, რეგიონებში გასვლით ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც თვალები აეხილებათ და მათთვის საინტერესო რამეს დაინახავენ. დაინახავენ იმას, რომ ის საკითხები რაც მოსახლეობას აწუხებს არ არის ის საკითხები, რაზეც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დისკუსია და დებატები.

იმედია, რეგიონებში გასვლით ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც თვალები აეხილებათ და მათთვის საინტერესო რამეს დაინახავენ. დაინახავენ იმას, რომ ის საკითხები რაც მოსახლეობას აწუხებს არ არის ის საკითხები, რაზეც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დისკუსია და დებატები

ეს დისკუსია და დებატები უფრო აწყობს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ოპოზიციას. ოპოზიციას დღეს აქვს რეალური შესაძლებლობა გადაიტანოს დისკუსია მისთვის მომგებიან ისეთ საკითხებზე, როგორის არის კოვიდპანდემია, ეკონომიკური კრიზისის მართვა, ფინანსური კრიზისის მართვა. იმ ვითარებების დარეგულირება, რაც კოვიდპანდემიამ და სოციალურმა პრობლემებმა დღის წესრიგში დააყენა და რაც ტვირთად აწევს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.

მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აინტერესებს გადაიხდის მელია გირაოს თუ არა და ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები იმიტომ რომ 2020 წლის არჩევნებზე შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ 5%-ზე მეტი მიითვისა.

მოსახლეობის 50%-ისთვის, რომელსაც შემოსავალი აქვს დაკარგული, ეს საკითხები საინტერესო არაა. ოპოზიციისთვის რეგიონებში გასვლა შანსია იმისთვის, რომ გადაერთოს შინაარსობრივ საკითხებზე და ამ თემებზე ედავოს ხელისუფლებას რეგიონებში ხალხთან შეხვედრებზე.

დრომ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს, როცა მას ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე ეკამათება. ამ თემაზე მას თავისი პოზიცია აქვს და მას ზურგს უმაგრებს ეუთო/ოდირის დასკვნები და ასე შემდეგ. ვადამდელი არჩევნების თემაზე ხელისუფლებასთან დისკუსიის გაგრძელება ოპოზიციის შეცდომად მიმაჩნია.

- რეგიონებში დანახული სურათი შეიძლება აღმოჩნდეს ის, რაზეც პროცესის რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაზე ორივე მხარეს უარს ათქმევინებს?

- არა, რა თქმა უნდა. ორივე ძალა რადიკალიზაციისკენაა მიმართული. რეგიონებში ხელისუფლების და ოპოზიციის გასვლა პროცესის რადიკალიზაციას მოემსახურება. რეგიონებში გასვლამ შესაძლოა გამოიწვიოს კორცხელის ინციდენტების მსგავსი პროცესები, რომელიც შემდეგ შიდა პოლიტიკის მსჯელობის თემებად შეიძლება იქცეს.

პოლიტიკური პროცესის დერადიკალიზაცია არც ხელისუფლების და არც „ნაცმოძრაობის“ ინტერესში არაა, რადგან პროცესის დერადიკალიზაციამ შესაძლოა მესამე ძალა გააჩინოს და პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანოს

თუ ამ შეხლა-შემოხლის დროს ვინმე უსამართლოდ დაიჩაგრა, ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი არ ითმენს ხოლმე. ამ თვალსაზრისით ეს პროცესი შესაძლოა იყოს მომგებიანი ოპოზიციისთვის. ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ ძალა გადაამეტა, რაც საზოგადოებაში დაამკვიდრებს აზრს, რომ მთავრობა უსამართლოა.

პოლიტიკური პროცესის დერადიკალიზაცია არც ხელისუფლების და არც „ნაცმოძრაობის“ ინტერესში არაა, რადგან პროცესის დერადიკალიზაციამ შესაძლოა მესამე ძალა გააჩინოს და პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანოს.

ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ თვლის თავს იმდენად ძლიერად, რომ ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელონ და არა იმით, რასაც ხელისუფლების შენარჩუნება და ხელისუფლებაში მოსვლა ჰქვია

- ქართული წარმოშობის რუსმა დიპლომატმა გიორგი კუნაძემ ამ თემებზე მსჯელობისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „რაც უფრო წარმატებული და სტაბილური იქნება საქართველო, მისი პოზიციები რუსეთთან დიალოგში გაცილებით მყარი იქნება. ეს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას უნდა ესმოდეს“.

რა გამოდის - ეს არც ერთ ესმის და არც მეორეს?

- ეს, რა თქმა უნდა, ორივეს ესმის, მაგრამ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ერთნი ხელისუფლებაში დარჩნენ, ხოლო მეორენი ხელისუფლებაში მოვიდნენ. პოლიტიკა ისეთი რამაა, რომ ხანდახან სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული ამოცანები მეორე პლანზე გადადის და პირველ პლანზე რჩება ის, თუ ვინ იქნება ხელისუფლეაბში. ამას ვხედავთ ჩვენ დღეს.

ხელისუფლებაში დარჩენისა და ხელისუფლებაში მოსვლის გამო სტრატეგიული ინტერესები გადაწეულია უკან და ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს პირველ პლანზე მათ გადმოწევას. ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ თვლის თავს იმდენად ძლიერად, რომ ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელონ და არა იმით, რასაც ხელისუფლების შენარჩუნება და ხელისუფლებაში მოსვლა ჰქვია.

„ქართულ ოცნებას“ არ მიაჩნია, რომ დღეს იმდენად ძლიერია, სახელმწიფო ინტერესი შეუძლია უფრო წინ დააყენოს, ვიდრე პარტიული ინტერესი და ხელისუფლებაში დარჩენა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს