„ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ წააქეზებენ ძალადობრივ ჯგუფებს

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის” ბათუმში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გუშინდელ მსვლელობას ეხმაურება. პარტიაში აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნუ წააქეზებენ ძალადობრივ ჯგუფებს. მათი განცხადებით, მსგავსი ქმედებების გამო საფრთხე ემუქრება „ლელოს“ ახალგაზრდა აქტივისტებსაც, რომლებსაც ევროპის მოედანზე კარავი აქვთ გაშლილი და ხელმოწერებს აგროვებენ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

„ლელო საქართველოსთვის” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაინტერესდეს ფაქტით და უზრუნველყონ მათი ოპოზიციის აქტივისტთა უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხმაური იყო. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. "ქართული ოცნების" აქტივისტები შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025