Social Impact Award 2021 იწყება

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველომ და „თიბისიმ“ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ბიზნესის განვითარებაში ქალთა ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა- Impact Hub Tbilisi, „თიბისისა“ და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს იწყებს.

როგორც TBC-ის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ლიდერმა, ნათია ვაჭარაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეობის განვითარება, ხელშეწყობა და ამ მიზნით, TBC სხვადასხვა პარტნიორთან ერთად არაერთ პროგრამას ახორციელებს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, TBC და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) თანამშრომლობას იწყებს. პირველი საერთო პროექტი Social Impact Award -ი გვექნება, რომელიც რეგიონებში, ახალგაზრდებში მეწარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ჩვენ ამ პროგრამაში TBC-ის სტარტაპერით ვმონაწილეობთ, რომელიც საქართველოში დამწყები ბიზნესების ხელშეწყობას მოიაზრებს. TBC-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეობის განვითარება და მისი ხელშეწყობა. ამ მიზნით, ჩვენ სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად არაერთ ხელშემწყობ პროგრამას ვახორციელებთ. იმედი გვაქვს, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად მომავალში მომხმარებელს არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ“,-განაცხადა ნათია ვაჭარაძემ.

როგორც გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთი უკლება აღნიშნავს, სოციალური მეწარმოების კონკურსი რეალურ შანსს მისცემს ახალგაზრდებს, თავისი ბიზნეს იდეები წარმოადგინონ.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს TBC ბანკთან ერთად თანამშრომლობას ვიწყებთ, რომლის ძირითადი მიზანია, ჩვენს ახალგაზრდებს და მეწარმეობას რეგიონალურ დონეზე ხელი შევუწყოთ. ამ კუთხით ჩვენი პირველი ინიციატივა იქნება სოციალური მეწარმოების კონკურსი Impact Hub-თან ერთად. ვაგრძელებთ თანამშრომობას და ვფიქრობთ, ეს რეალურ შანსს მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს, თავისი ბიზნეს იდეები წარმოადგინონ. ვიმედოვნებ, TBC ბანკთან ერთად ძალიან კარგი და მჭიდრო თანამშრომლობა გველოდება “,-განაცხადა ქეთი უკლებამ.

Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებლის ელენე ჟვანიას განმატებით, ეს ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა სოციალური მეწარმოების მიმართულებით.

„Impact Hub Tbilisi 2021 წლის Social impact award-ს იწყებს. ეს სოციალური მეწარმოების მიმართულებით ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. ძალიან გვეამაყება, რომ სწორედ ჩვენი პროგრამის ფარგლებში შედგა გაერო-ს განვითარების პროგრამის და TBC-ის თანამშრომლობა. მათ სწორედ დღეს მოაწერეს მემორანდუმს ხელი, რომელიც ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით რეგიონებში“,-განაცხადა ელენე ჟვანიამ.

Social Impact Award 2021 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროგრამის მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად.

პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

პროგრამა „თიბისის“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება.

(R)

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით