სოზარ სუბარი - თუ ოპოზიცია ბურჯანაძის ჭკუაზე ივლის, რომელმაც ხმების 0,8%-იც ვერ დააგროვა ან თუ ბოკერიას დაუჯერებს, რომელმაც პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხა, მაშინ კარგი დღე არ დაადგებათ

თუკი ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის ჭკუაზე ივლის, რომელმაც ხმების 0,8%-იც ვერ დააგროვა ან თუ გიგა ბოკერიას დაუჯერებს, რომელმაც პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხა, მაშინ კარგი დღე არ დაადგებათ, - აღნიშნული განაცხადება დღეს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გააკეთა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს, რომ იქნება კონსტრუქციული და რასაც ხელს მოაწერს, შესრულდება.

სუბარმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც მსჯელობა შეიძლება და ეს არის დოკუმენტი, რომლის მიღებაც შეიძლებოდა.

„თუ ოპოზიცია ამ დოკუმენტს დაეთანხმება, აზრი ექნება მოლაპარაკებების გაგრძელებას და პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. არ იქნება არევა, რასაც ცდილობენ! პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ვართ კონსტრუქციულები და რასაც ხელს მოვაწერთ, შევასრულებთ! პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმაზე, რომ ოპოზიციას დოკუმენტზე ხელმოწერას და შემდეგ მის შესრულებას ძალით ვაიძულებთ. ეს არ არის დემოკრატიული. ოპოზიციის შეფასებები პოლიტიკურად არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ არის დისკრიმინაციული. თავიანთ გამონათქვამებს ვერ აკონტროლებენ. სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ და სხვაგან არიან. მზად ვართ, მოლაპარკებების გაგრძელებისთვის, თუ ოდნავ კონსტრუქციას მაინც დავინახავთ. არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი განცხადებები პარტნიორების მიმართ, მომლაპარაკებლის და იმ ჯგუფების მიმართ, ვინც შეიძლება შეურაცხყოფად და დისკიმინაციად აღიქვან ისეთი განცხადებები, როგორიც არის კოჭლი დოკუმენტი და ა.შ. ოპოზიციამ ის რეალობა უნდა მიიღოს, რაც პარტნიორებმა დააფიქსირეს, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, დარღვევებმა გავლენა ვერ მოახდინა შედეგზე. ეს უნდა გაითავისონ და მაშინ ექნება აზრი მოლაპარაკების გაგრძელებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა