ექიმების ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდების მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდების მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ორივე მათგანის რეფერირება შესაბამისი პროფილის კლინიკაში მოხდება.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 და 12 წლის მოზარდები მოთავსებული არიან ჩვენს კლინიკაში. გოგონას აღენიშნება ქალა-ფუძის მოტეხილობა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ბიჭს კი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს. მათ საჭირო კვლევები უკვე ჩაუტარდათ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძახებული გვყავს რეფერალი და მოხდება მათი გადაყვანა შესაბამისი პროფილის კლინიკაში,“- განაცხადა დავით მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ორი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა