ქუთაისის მერიაში ხმაურია

ქუთაისის მერის კაბინეტში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე შევიდა და მერთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, თუ ქალაქის მერი დაუყოვნებლივ არ შეხვდება, შიმშილობას დაიწყებს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მათ ჟურნალისტს შენობიდან გასვლა მოსთხოვეს, შემდეგ კი შენობიდან გაიყვანეს.

ჟურნალისტის გაღიზიანება მერიაში არსებულ შეზღუდვას მოჰყვა. მისი თქმით, მერის ახალი ბრძანების საფუძველზე ჟურნალისტებისთვის დაწესებულია შეზღუდვა. შენობაში შესვლის დროს კი მერიის დაცვის თანამშრომელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, დაზიანებები ხელებზე აღენიშნება. მომხდარის გამო ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს