ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე ხმაური იყო

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე ხმაური იყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა.

როგორც მოსახლეობა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მათი მოთხოვნაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მათი თქმით, უამინდობის დროს ოპიზრების ქუჩა სრულად პარალიზებულია.

აქციაზე ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსი მივიდა და მოსახლეობას ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაჰპირდა. მოლაპარაკების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სატრანსპორტო გზა გახსნეს.

„წვიმიან ამინდში აქ ვერ გადაადგილდები, რადგან მთელი ქუჩა იტბორება. მზიან ამინდში კი მტვერია და ვერ ვსუნთქვათ. აქ ცხოვრება გაუსაძლისია",- აცხადებენ შეკრებილები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა