რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი მიზანი რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სფეროებში არსებული ვითარების გაცნობა იყო.

როგორც პრესსამსახურში აღნიშნავენ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამხარეო სამსახურების უფროსებისგან არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებები, ასევე იმსჯელეს სფეროების მიხედვით აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. არსებული ვითარება საგანგაშო არ არის, თუმცა აუცილებელია, გავითვალისწინოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეკომენდაციები. ერთობლივად გაიმართა მსჯელობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა