საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რეგიონის პირველი პირებთან ერთად ექვსივე მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული საკითხები განიხილა.
„საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით.
ლერი ბარნაბიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რადგან რეგიონები ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდნენ და გაძლიერდნენ“, - აღნიშნულია ბორჯომის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.