ბათუმში, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, დაკავებულების სასამართლო პროცესი 12 აპრილისთვის გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ორი დღის წინ დაკავებული პირების საქმის განხილვა 12 აპრილის 14:00 საათზე გადადო.

სასამართლომ მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად დრო მისცა.

დღევანდელ პროცესზე, მოწმეების და ასევე, იმ პოლიციელების დაკითხვა მოხდა, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტების დაკავების პროცესში იყვნენ ჩართული.

შეგახსენებთ, ბათუმში, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას" ოფისთან ორი დღის წინ, ხმაური იყო. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, სამართალდამცველები შენობაში, სადაც ორგანიზაციაა განთავსებული, შევიდნენ და რამდენიმე პირი დააკავეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო