საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი. შემთხვევა სოფელ მზისგულთან ცოტა ხნის წინ მოხდა.

ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი “სუბარუს”და “ლექსუსის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. შედეგად დაზიანებები მიიღეს მძღოლმა და მგზავრებმა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსეს. მათ ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა