ლიეტუვის „ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტსა“ და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ლიეტუვის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ პარტნიორულ ურთიერთობებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითა და ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების, ტრეინინგების, პროექტების თუ აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების გზით.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის საფუძველზე, ქუთაისის უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობის სასტიპენდიო შეთავაზებებით.

გაცვლითი პროექტი მხარდაჭრილია ლიეტუვის ეროვნული სააგენტოს "განათლების გაცვლის ხელშეწყობის ფონდის" მიერ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს