ფრიდონ ფუტკარაძე - სოფლის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში 628 ათასი ლარი დაიხარჯება

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორში, სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის ალტერნატიული ჯგუფი ამოქმედდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ და შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ გახსნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სოფლის საჯარო სკოლაში საუკეთესო პირობებია შექმნილი ჯგუფის გამართული ფუნქციონირებისა და სააღმზრდელო პროცესისთვის, დაცულია სამედიცინო პროტოკოლი. შუახევში დღეისათვის 9 ალტერნატიული ჯგუფი და 13 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

ფრიდონ ფუტკარაძე და ომარ ტაკიძე დღესვე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის, მახალაკიძეებისა და დარჩიძეებში გამართულ სასოფლო კრებებს დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან პროგრამისა და მასში სოფლის თითოეული მცხოვრების ჩართულობის მნიშვნელობაზე, პრიორიტეტებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. პრიორიტეტი კენჭისყრის შედეგად განისაზღვრა - სამივე სოფლის მოსახლეობამ გარე განათების მოწყობას მიანიჭა უპირატესობა.

როგორც ფრიდონ ფუტკარაძემ აღნიშნა, წელს შუახევის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 628 000 ლარი დაიხარჯება. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

დღესვე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზეთის ომში დაკარგული ფრიდონ მახარაძის ოჯახს ესტუმრნენ, სოციალური აქციის ფარგლებში კი, სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები მიუტანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა