ბათუმში  სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ

ბათუმში მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქცია - მსვლელობას აწყობენ.

აქციის მონაწილეები, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათს აპროტესტებენ.

მათი თქმით, ე.წ. კომენდანტის საათს ისინი არ დაემორჩილებიან, რადგან „კომენდანტის საათი“ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებზე არ ვრცელდება.

აქციის მონაწილეები მსვლელობას მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისიდან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ აწყობენ, სადაც აქციას გამართავენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა