სამოქალაქო აქტივისტები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მივიდნენ

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ორი დღის წინ მათ ოფისში სამართალდამცავები შეიჭრნენ და დაარბიეს.

აქციის მონაწილეების თქმით, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით და ფიზიკური ძალადობით მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს.

შეკრებილები ამბობენ, რომ აჭარის პოლიციის სამმართველოსთან იმ მიზნით მივიდნენ, რომ სამართალდამცავების ძალადობრივი ქმედებები გააპროტესტონ.

"თქვენ გაუგონარი სისასტიკე გამოიყენეთ მოძრაობა "სირცხვილიას" წინააღმდეგ, განსასჯელის სკამზე ისინი მოხვდებიან, რომლებიც კერძო საკუთრებაში შეიჭრნენ და დაარბიეს ჩვენი მეგობრები. „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, კონსტიტუციის ფარგლებში მშვიდობიან აქციას ვმართავთ, თუმცა ბრძოლა არ იქნება უკომპრომისო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე აღძრა საქმე, ამასთან ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას",- აცხადებენ შეკრებილები.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები არღვევენ ე.წ. კომენდანტის საათს, მათ პროტესტის ნიშნად ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა