გიორგი კეკელიძემ აპრილის წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადების ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან დააანონსა

წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ და „ანაგრამას“ წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს ესტუმრა და ერთ-ერთ ოჯახს ბიბლიოთეკა მოუწყო.

გიორგი კეკელიძის ინიციატივაა, რომ წიგნის ჩუქების დღე, წიგნის ჩუქების თვედ გადაიქცეს, „ბიბლუსი” და „ანაგრამა“ კი ამ იდეისა და მასთან დაკავშირებული აქციების აქტიური მხარდამჭერები არიან. შესაბამისად, თუ აქამდე წიგნის ჩუქების დღედ 23 აპრილი მიიჩნეოდა, ახლა ტრადიცია მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის, ისე პროექტის მხარდამჭერების მხრიდან.

„სოფელ დიცში ჩავედით - ოკუპაციის გამყოფ ხაზთან. იქ ორი ელენე გველოდა - ბებია და შვილიშვილი - ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილი და პატარა ელენე მინდიაშვილი. ორივეს ძალიან უყვარს წიგნები და წიგნის ჩუქების დღის აღნიშვნა, რომელიც წელს წიგნის ჩუქების თვედ გვინდა ვაქციოთ, ,,ბიბლუსთან’’ და ,,ანაგრამასთან’’, სწორედ ამ ოჯახიდან დავიწყეთ და ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ“ , - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

„ვუერთდებით გიორგი კეკელიძის ამ ინიციატივას და მთელი თვის განმავლობაში ვიქნებით წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებული აქციების მხარდამჭერები. 23 აპრილს, თუ შეზღუდვებმა ხელი არ შეგვიშალა, მკითხველებსა და წიგნის მოყვარულებს განსაკუთრებულ დღეს ვპირდებით. #აჩუქეწიგნი საყოველთაო გამოწვევაა, რომელშიც უკვე ორი წელია უამრავი ადამიანი ერთვება და გვიხარია, რომ 23 აპრილი, უკვე იქცა ტრადიციად, როდესაც ყველანი საყვარელ ადამიანებს ვჩუქნით წიგნებს. წელს, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ გამოწვევაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და იგი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. იმედს ვიტოვებთ, რომ წელს, კოვიდპანდემიის მიუხედვად, 23 აპრილს, დღესასწაულად ვაქცევთ’’, - აცხადებს „ბიბლუსის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, თამუნა როსტიაშვილი.

„ანაგრამა ეროვნული ბიბლიოთეკისა და "ბიბლუსის" ამ ინიციატივის მხარდამჭერია, რადგან ვთვლით, რომ განათლების ამაღლების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია და გვინდა, ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ამ საქმეში. წელს, პოსტპანდემიურ გარემოში, წიგნის ჩუქების აქტივობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა როგორც მკითხველისთვის, ასევე ავტორებისთვის და გამომცემლობებისთვის. სწორედ ამიტომ, მიუხედავად პარალელურად არსებული არაერთი პრობლემისა, გვინდა, მთელი აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოვაცხადოთ და ყველას ვთხოვოთ, შემოგვიერთდნენ“,- აცხადებს „ანაგრამას“ დამფუძნებელი თაკო როდონაია.

(R)

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს