"ახალი ნათების" მორიგი წარმატებული პროექტი ბათუმში

2021 წლის 3 აპრილს ბათუმში, გმირთა ხეივანზე, შარტავას #7-ში "ახალი ნათების" კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა.

კომპანია ბათუმში 2006 წლიდან მოღვაწეობს რამოდენიმე ფილიალით, სადაც ადგილობრივ მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიო წამყვანი ბრენდების პროდუქციას.

ახალი ფილიალის პროექტი კომპანიამ მისთვის ჩვეული შეუპოვრობითა და განვითარებისაკენ დაუოკებელი სწრაფვით პანდემიით გამოწვეულ არცთუ სახარბიელო პერიოდში განახორციელა, რაშიც შვიდ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო და შედეგად ახალ შოურუმში ერთიან და უფრო ფართო სივრცეში კონცეპტების სახით არის წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე დიზაინის როგორც განათების, ასევე ავეჯისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქცია მიმზიდველ ფასად.

სანათი საშუალებების ფართო სპექტრი მოიცავს ინტერიერის და ექსტერიერის დეკორატიული თუ ტექნიკური სანათებს, გარე–გამოყენების სანათი საშუალებებსა და ნათურებს.

ავეჯისა და აქსესუარების შეძენით დაინტერესებული მომხმარებელისთვის შოურუმში წარმოდგენილია ყველა კატეგორიის ავეჯი, როგორიცაა - მისაღები ოთახის, საძინებელის, გარე გამოყენების, საოფისე თუ რბილი ავეჯის ფართო ასორტიმენტი, რომლებიც შექმნილია ავეჯის წამყვანი ბრენდების მიერ თანამედროვე და რაც ყველაზე მთავარია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით.

ახალი ფილიალის გახსნათან დაკავშირებით ბათუმის ყველა ფილიალში 5 დან 11 აპრილის ჩათვლით მომხმარებელს შეეძლება სპეციალური 20%იანი ფასდაკლებით შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია. *** კომპანია “ახალი ნათება” 1999 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. პირველი მაღაზია სალონი ამავე წელს გაიხსნა დიდუბის ქუჩა 6 ნომერში. კომპანიამ საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა ერთ ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მარტო თბილისში არამედ მთელს საქართველოში. „ახალ ნათებაში“ წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, როგორებიცაა: Philips, Eglo, Artemide, Luceplan,Vistosi, Vibia, Deltalight,Osram, Kolarz, Prolicht, LineaLight, , Fumagalli, Opple.

ხოლო „ფორუმი“ ბრენდის ქვეშ კი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ავეჯისა და აქსესუარების პროდუქციის ექსკლუზიური მომწოდებლები არიან: Gautier, Hulsta, Vondom, Life, Hacker, Furninova, Zijlstra, Wersal, Theca, Ozzio Italy და სხვა.

ახალი ნათების მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქცია იწარმოება: გერმანიში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიაში, პოლონეთში, თურქეთში და სხვ.

წარმოდგენილი 20 000 -მდე დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეც ნათურები) ასევე სანათ საშუალებებს. სანათები როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის >

“ახალი ნათება” უკვე 21 წელიწადია ერთგულად ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის 200-მდე თანამშრომელს და გააჩნია 18 მაღაზია სალონი, ამათგან 12 თბილისში, ხოლო უკვე 6 რეგიონებში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა