კერძო დასახლება თბილისის ცენტრიდან 15 წუთში - წინასწარი გაყიდვები დაიწყო

კომპანია "იდეა დეველოპმენტის” პროექტი - "ტიფლისის” მეორე ფაზის წინასწარი გაყიდვები დაიწყო!

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი -გიორგი გედევანიშვილი აცხადებს, ტიფლისის მეორე ფაზა, პირველი ფაზის მსგავსად ლისის ტბიდან ზუსტად 2 კილომეტრში შენდება. შესაბამისად Tiflisis თითოეულ ბინადარს შესაძლებლობა აქვს, იცხოვროს ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის დაშორებით და ამავდროულად დატკბეს ჯანსაღი ეკოსისტემით.

TIFLISI-ს მეორე ფაზის საპროექტო ტერიტორია 7100მ2--ია, სადაც ერთიანდება 20 კერძო სახლი, ინდივიდუალური, კეთილმოწყობილი ეზოთი, აუზითა და ტერასით. პროექტით გათვალისწინებულია სამი განსხვავებული კონცეფციის, სხვადასხვა კვადრატულობის სახლი.

  1. თაუნჰაუსი- შეწყვილებული ტიპის სახლები, იზოლირებული ეზოთი, დიდი ზომის ტერასით, საცხოვრებელი ფართი 105 კვადრატიდან. პროექტში გათვალისწინებულია 12 სახლი
  2. ვილა -დამოუკიდებლად მდგომი სახლი, იზოლირებული ეზოთი, ტერასითა და აუზით, საცხოვრებელი ფართი 182 კვადრატიდან. პროექტში გათვალისწინებულია 6 სახლი
  3. პრემიუმ ვილა- ინდივიდუალურად მდგომი სახლი, იზოლირებული ეზოთი, ტერასითა და აუზით. საცხოვრებელი ფართი 266 კვადრატიდან. პროექტში გათვალისწინებულია 2 სახლი

აღსანიშნავია, რომ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს მომხმარებლის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, პროექტი შესაძლებელია დაკორექტირდეს თითოეული მაცხოვრებლის მოთხოვნებისა და სურვილების შესაბამისად, შეცვალოს დეტალები საკუთარი გემოვნებით, ხოლო დანარჩენზე კი იდეა დეველოპმენტის გუნდი იზრუნებს.

წინასწარი გაყიდვები, დაიწყო! შეიძინე სახლი ბინის ფასად, ისარგებლე სპეციალური პირობებით და მიიღე იზოლირებული, შემოღობილი ეზო და ტერასა საჩუქრად.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიას ნომერზე

+995 598 22 99 22 ან ეწვიოთ ვებ გვერდს www.ideadevelopment.ge

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო