ზვიად შალამბერიძე  საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობებზე, საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმერეთის რეგიონთან თანამშრომლობის საკითხებზე. უკრაინის ელჩმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია რეგიონის ტურისტული პოტენციალის, მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხსაც. გარდა ამისა, სახელმწიფო რწმუნებულმა და უკრაინის ელჩმა ასევე რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესზე ისაუბრეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო