ახალგაზრდობის სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა დუშეთში დაიწყო

ახალგაზრდობის სააგენტომ, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა მე–15 მუნიციპალიტეტში, დუშეთში დაიწყო, რაც ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდობის სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორუანდუმი გაფორმდა.

„დუშეთი 30 მუნიციპალიტეტთაგან ერთ–ერთია, რომელშიც სააგენტომ „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის რეფორმა დაიწყო და მიზნად ისახავს, ადგილზე, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას.

რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანმშრომლობით ადგილზე ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა ჩატარდება, როგორც თვისებრივი ისე რაოდენობრივი მეთოდოლოგიით, აღნიშულ კვლევას დაეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.ხოლო, მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი და ქმედითი ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, სააგენტო შეიმუშავებს დოკუმენტების ხარისხის კრიტერიუმებს, სტანდარტებს, ფორმას, ფორმატსა და გაიდლაინს და შერჩეულ მუნიციპალიტეტებში დოკუმენტების შექმნის პროცესში ამ სტანდარტებით იხელმძღვანელებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ ორგანიზაციული გაძლიერების უზრუნველსაყოფად, სააგენტო პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი 2 თანამშრომელს, საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ონლაინ პლატფორმაში ჩართავს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ,,ახალგაზრდობის კოორდინატორის“ სერტიფიკატს.

ამასთან, აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს ადგილზე მდგრადი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზებას.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო