გორის მუნიციპალიტეტის მერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, კონსტანტინე თავზარაშვილი დღეს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

მათივე ინფორმაციით, მედიკოსების დაკვირვების შემდეგ, გორის მერი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს. 55 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაწყებულია. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.

„თუ გვინდა, რომ პანდემია დავამარცხოთ, აუცილებელია ავიცრათ, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ. როგორც კი ასაკობრივი ზღვარი დაიწია 55 წლამდე, დავრეგისტრირდი და ვიცრები საჯაროდ, რადგან ყველას მოვუწოდო და ვაჩვენოთ, რომ აცრა უსაფრთხოა და აუცილებელი. ვაქცინაცია არის ყველაზე სწორი გზა. იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს“, - განაცხადა თავრაზაშვილმა.

ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება. http://stratcom.gov.ge/s/fe7d8 რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ვრცლად : http://stratcom.gov.ge/s/d14b2 #ვაქცინაგვიცავს #StopCoV #COVID19 #ჯანდაცვა2021 ბოლო 24 საათში გორის მუნიციპალიტეტში გვაქვს 8 ახალი დადასტურებული შემთვევა. ამ ეტაპზე კოვიდ 19 -ით მუნიციპალიტეტში 68 პირი მკურნალობს“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა