დავით ჭიჭინაძე - კობახიძე გახდება „ოცნების“ მესაფლავე, გახარია კი „ოცნების“ სატკივარი

სწორედ კობახიძე გახდება „ოცნების“ მესაფლავე, გახარია კი, პირველ რიგში „ოცნების“ სატკივარი იქნება , - ასე შეაფასა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები იგეგმება.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ირაკლი კობახიძეს ივანიშვილის გარეშე არც ავტორიტეტი აქვს და არც გავლენა“.

“წარმოუდგენელია ღარიბაშვილმა კობახიძის უფროსობა გადაიტანოს, ან კალაძეს ძველი ამბები აპატიოს. მოკლედ, ივანიშვილი თუ არ ჩაერია ღიად, „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება, მითუმეტეს, გახარიას გამოჩენის პირობებში.

ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, სწორედ კობახიძე გახდება „ოცნების“ მესაფლავე, გახარია კი, პირველ რიგში „ოცნების“ სატკივარი იქნება, მაგრამ გახარიას აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა ძალიან ბევრ კითხვაზე და შეცდომებზე. დღეს რასაც ქვეყანაში ვიმკით, სწორედ გახარიას და “სამი მუშკეტერის” აბსოლუტური არაკომპეტენტურობის, ეკონომიკის, ქვეყნის მართვის არცოდნაა, რასაც ქალაქში ვიმკით - კალაძის. პანდემიის მიზეზით ქვეყნის ჩაკეტვა ქვეყნის მართვა არ არის, არც ადამიანების ცხოვრების დონის განსაზღვრა შეიძლება მარტო ციფრებით, ხალხს შია”, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეცვლის და პარტიას ჩაიბარებს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი