აჭარაში, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სამი  სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადის

აჭარაში, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სამი საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადის.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, კორონავირუსი ბათუმის ერთ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებმა რისკები შეაფასეს და აღნიშნული სკოლების ადმინისტრაციას ონლაინ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცეს.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი ბათუმი მე-10 საბავშვო ბაღშიც გამოვლინდა. სიტუაციას ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

ამასთან, კორონავირუსის გამო, რეგიონის რამდენიმე სკოლის 10 -მდე კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმშია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა