ახალგაზრდული მუშაკების გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

ახალგაზრდული მუშაკების გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდობის სააგენტოდან“ აცნობეს, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სასერტიფიკატო პროგრამით, 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის გადამზადება მოხდება, რაც პროგრამის მეორე ნაკადია.

„საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტ “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას განაგრძობს. ამ მიზნით, 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის თითო წარმომადგენელს საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია ახალგაზრუდული მუშაკის პროფესიული გადამზადების პირველი, სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული პროგრამით გადაამზადებს. სასერტიფიკატო კურსი 22 კვირიან მომზადებას მოიცავს, მონაწილეები პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სახელმწიფოსგან აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.

„ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა, ახალაგაზრუდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესში, სააგენტომ მისი რეფორმის მთავარი მიმართულების, „ახალგაზრდული მუშაკის პროფესიად დანერგვისა და მხარდაჭერის“ ფარგლებში, საქართველოს ახალაგზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით შეიმუშავა, რაც ახალაგზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

პროგრამას უკვე მეორე ნაკადი ჰყავს, ამჯერად ახალგაზრდულ მუშაკად, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს პროექტის „ახალაგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ ფარგლებში, 30 ახალგაზრუდლი ორგანიზაციის თითო ახალგაზრდა წარმომადგენელი გადამზადდება, რაც მნიშვნელოვანი პრეცედენტია ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების კუთხით, ვინაიდან, თითოეულ ორგანიზაციაში იქნება წარმოდგენილი, სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი, რომელიც ახალგაზრდებს განვითარებასა და რეალიზებაში დაეხმარება“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „ახალგაზრდული მუშაკი“ ახორციელებს პროფესიულ ახალგაზრდულ საქმიანობას, რაც გულისხმობს არაფორმალური განათლების გზით, ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის მიერ აღიარებული საკვანძო კომპეტენციების გადაცემას. ასევე, იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში დახმარებას, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების სრულფასოვნად მონაწილეობისთვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის.

„ახალგაზრდული მუშაკი, ეს პროფესიაა!“, - აცხადებენ სააგენტოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა