სოზარ სუბარი - როცა გახარია რეიტინგებში ლიდერობდა, „ქართული ოცნების“ ლიდერი იყო - რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ნუ ცხოვრობთ მოგონილი თემებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, ქვეყნისთვის უკეთესია თუ ოპოზიციაში იქნება გიორგი გახარია და არა „ნაციონალური მოძრაობა“ ან სხვა კრიმინალები, რომლებმაც ადამიანის წამება დააკანონეს“.

ამასთანავე, როგორც სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება არანაირად არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რადგან მან შექმნა იმდენად ძლიერი გუნდი, გამორჩეული ლიდერებით, რომ კონკრეტული ადამიანების პარტიიდან გასვლა მასში რყევებს ვერ იწვევს.

გარდა ამისა სუბარის განმარტებით, გიორგი გახარიას რეიტინგი, რომელიც IRI-ს კვლევაშია წარმოდგენილი, უფრო მეტად პარტიას უკავშირდება, ვიდრე პოლიტიკოსს.

„ჯერ მას არ შეუქმნია პარტია, შესაბამისად, როცა შექმნის დავინახავთ, რა მიმართულება აქვს, თანაც რეიტინგებში როცა ლიდერობდა, მაშინ იყო „ქართული ოცნების“ ლიდერი და მთავრობის თავმჯდომარე. ფიქრობთ, რომ ის მაშინ „ლელოში“ ყოფილიყო, იგივე რეიტინგი ექნებოდა ? - ბუნებრივია, არა.

რა თქმა უნდა, ზოგადად გაცილებით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, რომ გახარია იყოს ოპოზიცია და არა „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა კრიმინალები, რომლებსაც ადამიანების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი და რომლებმაც დააკანონეს წამება საქართველოში. თუმცა რაღაცნაირად გაჩნდა ასეთი ეჭვი, რომ ეს ხომ არ არის ბიძინა ივანიშვილის თამაში, ბიძინა ივანიშვილის პროექტი - ეს ნამდვილად ასე არ არის, მე შემიძლია ამაში დავარწმუნო ყველა. „ქართული ოცნება“ არის ძლიერი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ძალა სწორედ ის არის, რომ მან შექმნა გუნდი, რომელშიც არის ძალიან ბევრი ლიდერი და ვიღაცის წასვლა, ვიღაცის შემოსვლა, ამ გუნდში რაღაც რყევებს არ იწვევს, ეს გუნდი სტაბილურად მეცხრე წელია უკვე იგებს ყველა არჩევნებს და იგებს ყოველგვარი გაყალბების გარეშე, იგებს სწორედ თავისი ერთგული მხარდამჭერების იმედად“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გუნდის შიგნით არსებული ვითარების შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ, რომლებიც ერთი მხრივ დედაქლაქის მერის კახა კალაძის პოლიტიკიდან დისტანცირებას, მეორე მხრივ კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ირაკლი კობახიძის ჩანაცვლების შესახებ არსებულ ინფორმაციას ეხებოდა სოზარ სუბარმა განაცხადა: „ნუ ცხოვრობთ მოგონილი თემებით !“

კახა კალაძესთან დაკავშირებით ყველაფერი ჭორია, გარდა იმისა, რომ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, ახლა უკეთ არის და მალე მთლიანად გამოჯანმრთელდება. კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის წევრი, მარტო ღირებული კი არა, ერთ-ერთი ლიდერი. ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ნდობა და როგორი გამორჩეული ფეხბურთელიც იყო და როგორი გამორჩეული სპორტსმენიც იყო, ისეთი გამორჩეული პოლიტიკოსი და მერია.

რაც შეეხება კობახიძის საკითხს, ეს არის მოგონილი გარკვეული ტელევიზიების მიერ ან შეიძლება იმ პოლიტიკოსების მიერ, რომლებსაც ეს ტელევიზიები ეკუთვნით. თემა, რომელზეც სვამენ კითხვას, ბუნებრივია, რომ მოჰყვება ამას უარყოფა, მაგრამ მათთვის უკვე თემაა, შემდეგ ეს გადმოდის „პალიტრანიუსში“ კიდე სადღაც, ვიღაც აიტაცებს და თემა შეიქმნა არაფრისგან.

ნუ ცხოვრობთ მოგონილი თემებით !“ -განაცხადა სოზარ სუბარმა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო