ამირან გამყრელიძე - ვირუსის ახალი შტამები თანდათან უფრო ვრცელდება - ჩვენთან ძირითადად ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ე.წ ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

მისი თქმით, ამ შტამის გავრცელების უკვე საკმაო რაოდენობა დაგროვდა.

„ახალი შტამები თანდათან უფრო ვრცელდება, ეს მოსალოდნელიც იყო. მოგეხსენებათ, ძირითადად ჩვენთან მაინც ცირკულირებს სხვა შტამებიდან ე.წ ბრიტანული შტამი. ეს უკვე საკმაო რიცხვი დაგროვდა, ამიტომ ჩანს, რომ მისი ცირკულაცია ქვეყანაში არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში იმატებს რეინფიცირების შემთხვევებიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ინტენსიური ვაქცინაციის საჭიროებას.

„გარკვეულად, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით, არის რეინფიცირების შემთხვევები, გვაქვს რამდენიმე დადგენილი რეინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში და ამას აუცილებლად ხაზგასმა სჭირდება, რომ ზოგადად რეინფიცირება ჩვენთან კი არა მთლიანად მსოფლიოში იმატებს და სწორედ ამიტომაც არის საჭირო ინტენსიური ვაქცინაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს იგივე რეინფიცირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა