ევროკომისიის პრეზიდენტი - ადამიანის უფლებების თემა არ ექვემდებარება მოლაპარაკებებს, თურქეთმა მას პატივი უნდა სცეს

ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული თურქეთის გადაწყვეტილებით, რაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლას უკავშირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თურქეთში ვიზიტისას, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტამბოლს ოფიციალური ვიზიტით ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად ესტუმრა.

ლეიენმა ოფიციალური ანკარა გააფრთხილა, რომ „ადამიანის უფლებების თემა არ ქვემდებარება მოლაპარაკებებს“.

„ძირითადი უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა ევროკავშირისთვის გადამწყვეტია. ეს უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი. თურქეთმა პატივი უნდა სცეს ადამიანის საერთაშორისო უფლებებსა და სტანდარტებს. მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ თურქეთი გავიდა სტამბოლოს კონვენციიდან. ეს აშკარად არასწორი სიგნალია“, - აღნიშნა ვეროკომისიის პრეზიდენტმა.

საუბარი ასევე შეეხო მიგრაციის თაობაზე 2016 წელს მიღწეულ შეთანხმებას.

”ჩვენ მოველით, რომ თურქეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რაც გულისხმობს არარეგულარული გამგზავრების აღკვეთას და საბერძნეთის კუნძულებიდან თურქეთში მიგრანტთა დაბრუნების ოპერაციების დაუყოვნებლად განახლებას”, - აღნიშნა ლეიენმა.

თავის მხრივ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო თვეებში სიტუაციის დეესკალაცია შეინიშნება, რაც პოზიტიური მოვლენაა და ეს უნდა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“