აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო, აჭარაში 9 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მისი თქმით, ასევე, დახურულია რამდენიმე საბავშვო ბაღიც.
როგორც ნონა ეფაძე აღნიშნავს, ბოლო კვირის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მატება შეინიშნება, რაც საყურადღებოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ცირკულირებს, ამიტომ, ვიდრე ფართოდ გავრცელების ფაქტი დაფიქსირდება, მოსახლეობას მოვუწოდებ, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.