თორნიკე რიჟვაძე - ჩვენს პარტიას არანაირი კონტრაქცია არ მოუწყვია - კვირა დღეს კონკრეტული მოქალაქე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი არჩევანია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" "ქართული ოცნების" აქტივისტების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" არანაირი კონტრაქცია არ მოუწყვია.

"კვირა დღეს კონკრეტული მოქალაქე რა გადაწყვეტილებას მიიღებს დემორატიულ სახელმწიფოში, ეს არის მათი არჩევანი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ურთიერთბრალდებები არაფრის მომცემია.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეპიდვითარება საკმაოდ დაძაბულია, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში, ვინც აწყობს ამ ტიპის აქციას, დესტრუქციული "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც არის პოლიტიკურად გაკოტრებული, ისინი ირჩევენ პარტნიორად კოვიდს და მინდა მოვუწოდო რეკომენდაციების დაცვისკენ. ნებისმიერი რადიკალიზაცია არის მიუღებელი, ბევრი გამოწვევაა ქვეყანაში და აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ სხვა პოლიტიკური სუბიექტები ირჩევენ, სხვა გზას.

ჩვენს პარტიას არანაირი კონტრაქცია არ მოუწყვია, არ დაგავიწყდეთ, რომ წინა ხელისუფლებას არაერთი გამწარებული ადამიანი ჰყავს და ამიტომაც ირჩევენ ასეთ გზას", -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა